ჩვენს კლასში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი
თემაზე: „ნიკოტინი და მისი მავნე ზეგავლენა“. ტრენინგი ჩაატარა ქალბატონმა
თეა ქუთათელაძემ. თამბაქოს ზეგავლენის შესახებ ბიოლოგიის გაკვეთილებიდან
ვიცოდით, მაგრამ ტრენინგზე გაჟღერებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა
და საფრთხეებმა ჩვენზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა.
"მე ნანო გვეტაძემ პირველი გუნდის წარმომადგენელმა წარმოვადგინე თემა თამბაქოს მავნე ჩვევებზე. ძველად მას ინდიელები სამკურნალოდ იყენებდნენ, ხშირ შემთხვევაში ისინი საღამოებსაც კი აწყობდნენ ამისთვის. გარკვეული დროის შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს თამბაქოს შედგენილობა და აღმოაჩინეს მისი მავნე თვისებები, რომლებიც თავისუფლად ხდება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. 100 ადამიანიდან 90 იღუპება ფილტვის კიბოთი, 75 კი ქორნიკული დაავადებებით. ეს ყველაფერი კი გამოიწვია თამბაქომ, რომელიც კლავს და იწვევს უამრავ პრობლემებს ჯანმრთელობის მხრივ." -ნანო გვეტაძე
"მე ბაჩო ბილიხოძემ მეორე ჯგუფის მონაწილემ წარმოვადგინე თემა თამბაქოს შესახებ და დავაფიქსირე საკუთარი აზრი ამის შესახებ. თამბაქოს სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება, გარკვეული დროის შემდეგ თამბაქო გავრცელდა და განვითარდა თითქმის ყველა კონტინენტზე. ის შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს როგორიცაა ნიკოტინი. მეცნიერების დასკვნით ყოველ 4 წამში ერთი ადამიანი იღუპება თამბაქოს მავნე ზეგავლენით. მე ამ გაკვეთილით გავიგე ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება." -ბაჩო ბილიხოძე
"მე ლიკა ლაგვილავამ მეოთხე ჯგუფის წარმომადგენელმა გავაკეთე პრეზენტაცია თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. დღესდღეობით უკვე მწეველები სამსახურის გარეშე რჩებიან, რადგან საჭიროა ჯანმრთელი ადამიანი რომელიც არცერთ წუღს არ დაკარგავს თამბაქოს გამო. თითოეული გუნდის თემა გვეუბნება, რომ თამბაქოს არ მოაქვს არანაირი სარგებლობა არამედ ეს აჩენს ფილტვის კიბოს, რაც იწვევს ადამიანის სიკვდილს." -ლიკა ლაგვილავა.
"მე გვანცა ჭიღლაძე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი გავაკეთე პრეზენტაცია თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე. ჩვენ ბევრი პრეზენტაცია გვაქვს გაკეთებული სიგარეტზე და მის მავნე ჩვევებზე, თუმცა ის ინფორმაცია, რომ სიგარეთის ბოლი მანქანის გამონაბოლქვზე 4-ჯერ მეტ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, მართლაც გამაოგნებელი და საშიშია, ეს საოცრებაა, რადგან ადამიანები თავს ვარიდებთ მანქანის გამონაბოლქვს, ადამიანების 80% კი პასიური მწეველია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ხელი შეუშალოს მსგავს ქმედებებს." -გვანცა ჭიღლაძე
"მე ნინი აბჟანდაძე მესამე ჯგუფის წარმომადგენელი გავაკეთე პრეზენტაცია თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე. ჩემი პრეზენტაცია მოიცავდა იმ ძირითად თემას როგორიცაა პრობლემა, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოში, კონკრეტულად კი საფრთხე რომელიც ემქურება ახალშობილებს. დავადგინეთ, რომ მწეველი დედა შეგნებულად წირავს ნაყოფს. ხშირ შემთხვევაში ბავშვი მკვდარი იბადება ან აქვს თანდაყოლილი დეფექტი. ჩვენ ვალდებულნი ვართ ხელი შევუშალოთ მსგავს ქმედებებს." -ნინი აბჟანდაძე
ავტორი: ანა თუთბერიძე
Комментариев нет:
Отправить комментарий