ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს
პრეზენტაცია თემაზე:მოწევა და მისი შედეგები
2015 წლის 12 მარტს ქ.ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე, საბა ხარაბაძემ ჩაატარა ტრეინინგ ფორმატის კონფერენცია თემაზე:მოწევა და მისი შედეგები. პრეზენტაციას დაესწრო მე-17 სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის 27 მოსწავლე. პრეზენტაციის მთავარი მიზანი იყო: მოსწავლეების უკეთ ინფორმირება მოწევასთან დაკავშირებულ საკითხებთან, კერძოდ კი: რატომ იწყებენ მოზარდები მოწევას? როგორ შეიძლება მოწევის დაწყებისაგან თავის არიდება? როგორ დავანებოთ მოწევას თავი? როგორ ზიანდებიან პასიური მწეველები? რა ზიანს აყენებს მოწევა ჩვენს ჯანმრთელობას?
მოსწავლეებს პრეზენტაციის დასაწყისში დაურიგდათ ბროშურები, რომელზეც დატანილი იყო მრავალი საინტერესო ფაქტი მოწევის შესახებ, ხოლო პრეზენტაციის მიწურულს მათ შეავსეს სპეციალურად შედგენილი კითხვარი, რომლის შედეგებიც ახლო მომავალში დაიდება ბლოგზე.
უნდა აღინიშნოს, რომ პრეზენტაციამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, მის მსვლელობაში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დამსწრე მოსწავლეები და აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და გამოხატავდნენ თავიანთ აზრს ამ საკითხის მიმართ.
"კონფერენცია საკმაოდ წარმატებით წარიმართა, მივიღე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია რაც აქამდე არ ვიცოდი. ვინაიდან ეს საკითხი დღევანდელ დროში ძალიან პრობლემატური და აქტუალურია კარგი იქნება, რომ ასეთი სახის კონფერენციები ხშირად ჩატარდეს, უფრო ამაღლდეს ახალგაზრდების თვითშეგნება მოწევასთან დაკავშირებით.
"დავრწმუნდი იმაში რომ თამბაქოს არასოდეს არ მოვწევ."
"კონფერენცია მეტად საინტერესო იყო, რადგან არ ვიცოდი თამბაქოზე თავის დანებების სწორი საშუალებები. ეს ინფორმაცია დამეხმარება მეც ისევე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. მადლობა შენ."
პრეზენტაციის ბოლოს სიმბოლურად "გადავტეხეთ" სიგარეტი და ვუთხარით მოწევას-"არა"
მოხარული ვარ რომ ამ კონფერენციამ ასე კარგად ჩაიარა, მინდა მადლობა გადავუხადო მასში მონაწილე ყველა მოსწავლეს და დავპირდე რომ კიდევ უფრო აქტიურად შევუდგები ჩვენს თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცის.
ავტორი:საბა ხარაბაძე

საერთო ჯამში პრეზენტაციამ მოსწავლეებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ისინი ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ და გამოთქვეს თავიანთი სურვილი აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის შთაბეჭდილებას:
"კონფერენცია საკმაოდ წარმატებით წარიმართა, მივიღე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია რაც აქამდე არ ვიცოდი. ვინაიდან ეს საკითხი დღევანდელ დროში ძალიან პრობლემატური და აქტუალურია კარგი იქნება, რომ ასეთი სახის კონფერენციები ხშირად ჩატარდეს, უფრო ამაღლდეს ახალგაზრდების თვითშეგნება მოწევასთან დაკავშირებით.
"დავრწმუნდი იმაში რომ თამბაქოს არასოდეს არ მოვწევ."
"კონფერენცია მეტად საინტერესო იყო, რადგან არ ვიცოდი თამბაქოზე თავის დანებების სწორი საშუალებები. ეს ინფორმაცია დამეხმარება მეც ისევე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. მადლობა შენ."
პრეზენტაციის ბოლოს სიმბოლურად "გადავტეხეთ" სიგარეტი და ვუთხარით მოწევას-"არა"
მოხარული ვარ რომ ამ კონფერენციამ ასე კარგად ჩაიარა, მინდა მადლობა გადავუხადო მასში მონაწილე ყველა მოსწავლეს და დავპირდე რომ კიდევ უფრო აქტიურად შევუდგები ჩვენს თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცის.
ავტორი:საბა ხარაბაძე
Комментариев нет:
Отправить комментарий