четверг, 12 марта 2015 г.

        ჩვენ მხარს ვუჭერთ ჯანსაღი ცხოვრების წესს
         პრეზენტაცია თემაზე:მოწევა და მისი შედეგები





   2015 წლის 12 მარტს ქ.ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის თავჯდომარე, საბა ხარაბაძემ ჩაატარა ტრეინინგ ფორმატის კონფერენცია თემაზე:მოწევა და მისი შედეგები. პრეზენტაციას დაესწრო მე-17 სკოლის მე-8, მე-9, მე-10 კლასის 27 მოსწავლე. პრეზენტაციის მთავარი მიზანი იყო: მოსწავლეების უკეთ ინფორმირება მოწევასთან დაკავშირებულ საკითხებთან, კერძოდ კი: რატომ იწყებენ მოზარდები მოწევას? როგორ შეიძლება მოწევის დაწყებისაგან თავის არიდება? როგორ დავანებოთ მოწევას თავი? როგორ ზიანდებიან პასიური მწეველები? რა ზიანს აყენებს მოწევა ჩვენს ჯანმრთელობას?
   მოსწავლეებს პრეზენტაციის დასაწყისში დაურიგდათ ბროშურები, რომელზეც დატანილი იყო მრავალი საინტერესო ფაქტი მოწევის შესახებ, ხოლო პრეზენტაციის მიწურულს მათ შეავსეს სპეციალურად შედგენილი კითხვარი, რომლის შედეგებიც ახლო მომავალში დაიდება ბლოგზე.
  უნდა აღინიშნოს, რომ პრეზენტაციამ ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია, მის  მსვლელობაში მაქსიმალურად იყვნენ ჩართულები დამსწრე მოსწავლეები და აქტიურად ერთვებოდნენ დისკუსიაში, სვამდნენ კითხვებს და გამოხატავდნენ თავიანთ აზრს ამ საკითხის მიმართ.
 
საერთო ჯამში პრეზენტაციამ მოსწავლეებზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, ისინი ძალიან კმაყოფილნი დარჩნენ და გამოთქვეს თავიანთი სურვილი აქტიურად მიეღოთ     მონაწილეობა მომავალში დაგეგმილ ღონისძიებებში. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის   შთაბეჭდილებას:                                                                                                                                   


   "კონფერენცია საკმაოდ წარმატებით    წარიმართა, მივიღე ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია რაც აქამდე არ ვიცოდი. ვინაიდან ეს საკითხი დღევანდელ დროში ძალიან პრობლემატური და აქტუალურია კარგი იქნება, რომ ასეთი სახის კონფერენციები ხშირად ჩატარდეს, უფრო ამაღლდეს ახალგაზრდების თვითშეგნება მოწევასთან დაკავშირებით.

 "დავრწმუნდი იმაში რომ თამბაქოს არასოდეს არ მოვწევ."

   "კონფერენცია მეტად საინტერესო იყო, რადგან არ   ვიცოდი თამბაქოზე თავის დანებების სწორი             საშუალებები. ეს ინფორმაცია დამეხმარება მეც ისევე ჩემს ირგვლივ მყოფ ადამიანებს. მადლობა შენ."
   

 პრეზენტაციის ბოლოს სიმბოლურად "გადავტეხეთ" სიგარეტი და ვუთხარით მოწევას-"არა"



მოხარული ვარ რომ ამ კონფერენციამ ასე კარგად ჩაიარა, მინდა მადლობა გადავუხადო მასში მონაწილე ყველა მოსწავლეს და დავპირდე რომ კიდევ უფრო აქტიურად შევუდგები ჩვენს თანატოლებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის პოპულარიზაცის.



                                                                                                                         
                          




















                                                                                                ავტორი:საბა ხარაბაძე

вторник, 10 марта 2015 г.

        ალკოჰოლი-მითები და რეალობა



ალკოჰოლი შველის გაციებას
სინამდვილეში, ალკოჰოლი აქვეითებს იმუნიტეტს, ამიტომ მსმელები გაცილებით ხშირად ავადმყოფობენ. გაციებას ორგანიზმი თავად ერევა, მთავარია, ამაში ხელი არ შევუშალოთ. სასარგებლოა არა ჭიქა არაყი, არამედ წოლითი რეჟიმი, დასვენება და სიმპტომური მკურნალობა (სურდოს დროს - ცხვირის წვეთები, ანგინის დროს - ყელში გამოვლება და ..).
ალკოჰოლი აძლიერებს მადას
სინამდვილეში ალკოჰოლი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს, იწვევს გასტრიტს, წყლულს, პანკრეატიტს, არღვევს საკვები ნივთიერებების ათვისების პროცესს და იწვევს დისტროფიას.
ალკოჰოლი აუმჯობესებს განწყობას
...და იწვევს ნარკოტიკულ თრობას. თუ ადამიანს აქვს მოთხოვნილება, გახალისდეს ალკოჰოლის საშუალებით, ეს არანორმალურია. სავარაუდოდ, მას უკვე ჩამოყალიბებული აქვს ალკოჰოლური დამოკიდებულება. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია ფსიქიატრის კონსულტაცია.
ალკოჰოლი ხსნის დაღლილობას
სინამდვილეში ის ახდენს თავის ტვინის ქერქის აქტივობის პარალიზებას და იწვევს შეკავებას. თუ დაიღალეთ, საჭიროა დასვენება და საქმიანობის შეცვლა.
ალკოჰოლი ხსნის სტრესს
სინამდვილეში ის იწვევს დროებით ნარკოზს, საიდან გამოსვლაც თავად სტრესზე მძიმეა. ამ დროს უმჯობესია საქმეში ჩაფლობა, ოჯახთან ურთიერთობა, აუტოტრენინგი, რელაქსაცია, ფიზიკური დატვირთვა.
ალკოჰოლი აუმჯობესებს ძილს
სინამდვილეში ის იწვევს ნარკოტიკულ ძილს და დამოკიდებულების ფორმირებას. მსმელ ადამიანს ტანჯავს უძილობა, რომელიც მთავრდება თეთრი ცხელებით ან სხვა სახის ალკოჰოლური ფსიქოზით. სჯობს, შეასრულოთ ფიზიკური სამუშაო, შეინარჩუნოთ სულიერი წონასწორობა, მისდიოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს.
ალკოჰოლი ზრდის პოტენციას
მისი მოქმედება ამ მხრივ გაუთვალისწინებელია. მსმელ მამაკაცებში ალკოჰოლი იწვევს სათესლეების ფუნქციის დეგენერაციას, მამაკაცური სასქესო ჰორმონის - ტესტოსტერონის გამომუშავების დაქვეითებას და ერექციულ დისფუნქციას.
ალკოჰოლი კალორიული პროდუქტია
ის პროდუქტი კი არა, ნარკოტიკული შხამია. ალკოჰოლიკები ხშირად იღუპებიან გამოფიტვით.
ალკოჰოლი აფართოებს სისხლძარღვებს
აფართოებს, მაგრამ არა იქ, სადაც საჭიროა. მაგალითად, აფართოებს კუჭის ლორწოვანი გარსის სისხლძარღვებს და ხელს უწყობს გასტრიტის, წყლულის, კუჭიდან სისხლდენის პროვოცირებას.
ალკოჰოლი ათბობს
სინამდვილეში ალკოჰოლი აფართოებს კანქვეშა ზედაპირულ სისხლძარღვებს და აძლიერებს ორგანიზმიდან სითბოს გაცემას.
ალკოჰოლი შველის დეპრესიისას
პირიქით, ამძიმებს დეპრესიას და ზოგჯერ თვითმკვლელობისკენაც კი უბიძგებს ადამიანს.
ალკოჰოლი გულისთვის სასარგებლოა
სინამდვილეში ის კარდიოტოქსიკური შხამია, რომელიც მიოკარდიოპათიას იწვევს. გულის უკმარისობა მრავალი მსმელი ადამიანის სიკვდილის მიზეზად ქცეულა.
ალკოჰოლი აქვეითებს მომატებულ არტერიულ წნევას
მართლაც, სასმლის მიღებისას არტერიული წნევა ქვეითდება, მაგრამ თრობიდან გამოსვლისას საწყის მაჩვენებელზე გაცილებით მეტად იწევს.
ალკოჰოლი ორგანიზმს ტოქსინებისგან ასუფთავებს
ის თავად არის ტოქსინი. მავნე ნივთიერებები, მათ შორის - ალკოჰოლი, ორგანიზმიდან თირკმელებისა და ღვიძლის საშუალებით გამოდის.
ალკოჰოლს ორგანიზმიდან გამოაქვს რადიაცია
რადიაციული დაზიანების ლოკალიზაციის გათვალისწინებით, საამისოდ სხვადასხვა სამკურნალო საშუალება გამოიყენება, თუმცა მათ ჩამონათვალში არაყი ნამდვილად არ ფიგურირებს.
ცოტ-ცოტა ალკოჰოლი სასარგებლოა
პირიქით, რეგულარული სმა იწვევს მავნე ჩვევის ჩამოყალიბებას და მოთხოვნილებაში გადაიზრდება.
ალკოჰოლი ხელს უწყობს ბიზნესის წარმართვას
პირიქით, თუ გინდათ, დაანგრიოთ საკუთარი ბიზნესი, მიიღეთ ალკოჰოლი. სმა ადამიანს უპასუხისმგებლო არსებად აქცევს, წარმატებულ ბიზნესს კი სჭირდება გამჭრიახობა, ჭკუა, პასუხისმგებლობა.
ალკოჰოლი ამყარებს მეგობრობას
ალკოჰოლზე დაფუძნებული მეგობრობა მანამდე გრძელდება, ვიდრე გაქვთ ფული. უფულოდ მსმელი ადამიანი მარტოობისთვის არის განწირული.
ალკოჰოლი აუმჯობესებს შემოქმედებით მონაცემებს
პირიქით, ალკოჰოლი თრგუნავს შემოქმედებით ნიჭს. ის ანადგურებს თავის ტვინის ქერქის ნეირონებს და თანდათანობით ჭკუასუსტობას იწვევს.
ალკოჰოლი ეხმარება მამაკაცს, შეიქმნას ძლიერი, ჩამოყალიბებული პიროვნების იმიჯი
პირიქით, მთვრალი მამაკაცი სულელური, უბადრუკი ჩანს. ჯობს, ქალბატონებს ჰკითხოთ, როგორია, მათი აზრით, ნამდვილი მამაკაცი.
                                                                              ავტორი:სანდრო კაპანაძე



понедельник, 9 марта 2015 г.

მოწევა და მისი შედეგები

ჩვენი ბლოგი მხარს უჭერს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ამიტომ ჩვენი მიზანია არა მარტო 
ალკოჰოლის შესახებ მკითხველთათვის ინფორმაციის მიწოდება არამედ მათი სხვა         
  საკითხების მხრივ ინფორმირება. ქვემოთ მოცემულ ბროშურებში თქვენ შეგიძლიათ         წაიკითხოთ საინტერესო ფაქტბი მოწევის შესახებ                                                                     

   
                                                                                ავტორი:საბა ხარაბაძე