понедельник, 22 июня 2015 г.

ალკოჰოლი და მისი საფრთხეები-ტრეინინგის მონაწილეთა სია


1.ნანო ონიანი
2.თეონა რევიშვილი
3.თამუნა სიხარულიძე
4.მარიამ ჩაჩანიძე
5.მაიკო კიკნაველიძე
6.ხატია ლომიძე
7.დათო მებურიშვილი
8.ინგა ხეცურიანი
9.ნინო გოგოლაძე
10.თეკლა ლაბაძე
11.ქრისტინე გამეზარდაშვილი
12.თამუნა გედენიძე
13.თებეა გაბუნია
14.ნია ჩაკვეტაძე
15.გიგა გოგოლიძე
16.გიორგი ბერძენიშვილი
17.გიორგი კვატაშიძე
18. საბა ხარაბაძე






среда, 10 июня 2015 г.

ალკოჰოლი და მისი საფრთხეები

პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ ფარგლებში ქუთაისის #17 საჯარო სკოლის ბუნებისმეტყველების კლუბის „ევრიკა“ მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგი ალკოჰოლიზმის საფრთხეების შესახებ. ტრენინგის დროს გავეცანით რეაქციის დროის გაზომვის მეთოდს, დავადგინეთ ტრენინგის ერთ-ერთი მონაწილის რეაქციის დრო, და გავეცანით, რა გავლენას ახდენს რექციის დროზე ალკოფოლის თუნდაც მცირე დოზის მიღება. ამიტომაცაა, რომ ალკოჰილის მიღების შემდეგ ავტოკატასტროფების რისკი მკვეთრად აიზრდება. ამ ექსპერიმენტმა ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინა. ასევე გავეცანით, თუ რატომაა დაუშვებელი მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის მიღება, თუ როგორ აფერხებს ალკოჰოლის მიღება მოზარდის ელემენტალური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.














пятница, 5 июня 2015 г.

„ნიკოტინი და მისი მავნე ზეგავლენა“.

ჩვენს კლასში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი 
თემაზე: „ნიკოტინი და მისი მავნე ზეგავლენა“. ტრენინგი ჩაატარა ქალბატონმა
თეა ქუთათელაძემ. ამ ტრენინგით გავიგეთ ბევრი ისეთი რამ რაც ჯერ კიდევ არ ვიცოდით. ამ გაკვეთილმა ჩვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.






ავტორი: ლიკა ხურციძე

четверг, 4 июня 2015 г.

ტრენინგი - ნაადრევი ქორწინება




IX 3 კლასში # 17 საჯარო სკოლის პედაგოგმა თეა ქუთათელაძემ ჩაატარა ტრენინგი „ნაადრევი ქორწინების“ შესახებ, პროექტის „ჯანსაღი ცხოვრების წესი“ ფარგლებში. ტრენინგამდე ვთვლიდით, რომ თუ წყვილს უყვარს ერთმანეთი ნაადრევი ქორწინება დასაშვებია. გავითამაშეთ სიტუაცია, როცა მოზარდთა წყვილი გადაწყვიტა დაქორწინება. წყვილის მიზანი იყო დაერწმუნებინა ოჯახის წევრები (დედა, მამა, და და ა.შ.) მათი გადაწყვეტილების მართებულობაშ, რაც მათ მოახერხეს. მაგრამ ტრენინგის ბოლოს, როცა გავიაზრეთ ადრეულ ასაკში წორწინების, ფეხმძიმობისა თუ მშობიარობის საფრთხეების შესახებ, წყვილებმა თავად თქვეს უარი ნაადრევ ქორწინებაზე და გადაწყვიტეს გადადონ ქორწინება სრულწლოვანებამდე.






მარიამ აბრამალაძე, საცოლის დედა.- ჩემი მოსაზრება ტავიდან იყო ის, რომ ვიყავი ქორწინების თანახმა, ხოლო ბოლოს შევიცვალე აზრი რადგან, ნაადრევი ქორწინება დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან.

მარიამ ჩაჩანიძე, ნოდარის საცოელე. -ტრენინგამდე ვფიქრობდი, რომ მზად ვიყავი 15 წლის ასაკში შემექმნა ოჯახი, მაგრამ ტრენინგის შემდეგ წარმოდგენა შემეცვალა ამ საკითხზე და გადავწყბიტე, ჯერ ვყოფილიყავით ერთად და როდესაც დრო მოვიდოდა შეგვექმნა დიდი ოჯახი.

თეკლა ლაბაძე, გოგონას და, - მე თავიდანვე ვუარყოფდი ამ ქორწინებას და ამის შემდეგ რაც გავიგე რომ, ეს საზიანოა ორგანიზმისტვის და ასევე ფსიქოლოგიისთვის, მყარად შემიძლია ვუარყო არასრულწლოვნების ქორწინება.
ბექა ხურციძ, სიძის მამა. -მე თვიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ქორწინების რადგან, მათ სწავლა უნდა შეეწყვიტათ და თუ ერთმანეთი უყვართ მაშინ ერთმანეთს დაელოდებიან და რომ დარწმუნდებიან ,რომ ერთმანთი ნამდვილად უყვართ მაშინ დაქორწინდნენ , ეხლაც ამ აზრზე ვარ.


გრიგოლ ვერულაშვილი, ლევან ქუთათელაძის მამა.-სანამ გავეცნობოდი ამ უარყოფით შედეგებს რომელიც მოჰყვება ნაადრებ ქორწინებას, მე ვამბოდი რომ მიუხედავად სირთულეებისა, წყვილი შეძლებდა ერთად ცხოვრებას, მაგრამ ის მძძმე და რთული შედეგი, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ საქციელს, არის მხოლოდ ჯანმრთელობის საფრთხე დდა ძალიან დიდი ზიანი.

საბა მეფარიშვილი, თამარ ბრეგაძის მამა. -მე მანამდე თანახმა ვიყავი, ამრამ სტატისტიკის გაცნობის შემდეგ გადაწვეტილება შევიცვალე და წინააგმდეგი გავხდი ნაადრევი ქორწინების.


среда, 3 июня 2015 г.

„ნიკოტინი და მისი მავნე ზეგავლენა“.

ჩვენს კლასში პროექტ „ჯანსაღი ცხოვრების წესის“ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი 
თემაზე: „ნიკოტინი და მისი მავნე ზეგავლენა“. ტრენინგი ჩაატარა ქალბატონმა
თეა ქუთათელაძემ. თამბაქოს ზეგავლენის შესახებ ბიოლოგიის გაკვეთილებიდან
ვიცოდით, მაგრამ ტრენინგზე გაჟღერებულმა სტატისტიკურმა მონაცემებმა
და საფრთხეებმა ჩვენზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა.



"მე ნანო გვეტაძემ პირველი გუნდის წარმომადგენელმა წარმოვადგინე თემა თამბაქოს მავნე ჩვევებზე. ძველად მას ინდიელები სამკურნალოდ იყენებდნენ, ხშირ შემთხვევაში ისინი საღამოებსაც კი აწყობდნენ ამისთვის. გარკვეული დროის  შემდეგ მეცნიერებმა შეისწავლეს თამბაქოს შედგენილობა და აღმოაჩინეს მისი მავნე თვისებები, რომლებიც თავისუფლად ხდება სხვადასხვა დაავადების გამომწვევი. 100 ადამიანიდან 90 იღუპება ფილტვის კიბოთი, 75 კი ქორნიკული დაავადებებით. ეს ყველაფერი კი გამოიწვია თამბაქომ, რომელიც კლავს და იწვევს უამრავ პრობლემებს ჯანმრთელობის მხრივ." -ნანო გვეტაძე



"მე ბაჩო ბილიხოძემ მეორე ჯგუფის მონაწილემ წარმოვადგინე თემა თამბაქოს შესახებ და დავაფიქსირე საკუთარი აზრი ამის შესახებ. თამბაქოს სამშობლოდ სამხრეთ ამერიკა ითვლება, გარკვეული დროის შემდეგ თამბაქო გავრცელდა და განვითარდა თითქმის ყველა კონტინენტზე.  ის შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს როგორიცაა ნიკოტინი. მეცნიერების დასკვნით ყოველ 4 წამში ერთი ადამიანი იღუპება თამბაქოს მავნე ზეგავლენით. მე ამ გაკვეთილით გავიგე ბევრი რამ, რაც ცხოვრებაში აუცილებლად გამომადგება." -ბაჩო ბილიხოძე



"მე ლიკა ლაგვილავამ მეოთხე ჯგუფის წარმომადგენელმა გავაკეთე პრეზენტაცია თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანზე. დღესდღეობით უკვე მწეველები სამსახურის გარეშე რჩებიან, რადგან საჭიროა ჯანმრთელი ადამიანი რომელიც არცერთ წუღს არ დაკარგავს თამბაქოს გამო. თითოეული გუნდის თემა გვეუბნება, რომ თამბაქოს არ მოაქვს არანაირი სარგებლობა არამედ ეს აჩენს ფილტვის კიბოს, რაც იწვევს ადამიანის სიკვდილს." -ლიკა ლაგვილავა.











"მე გვანცა ჭიღლაძე მეორე ჯგუფის წარმომადგენელი გავაკეთე პრეზენტაცია თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე. ჩვენ ბევრი პრეზენტაცია გვაქვს გაკეთებული სიგარეტზე და მის მავნე ჩვევებზე, თუმცა ის ინფორმაცია, რომ სიგარეთის ბოლი მანქანის გამონაბოლქვზე 4-ჯერ მეტ ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს, მართლაც გამაოგნებელი და საშიშია, ეს საოცრებაა, რადგან ადამიანები თავს ვარიდებთ მანქანის გამონაბოლქვს, ადამიანების 80% კი პასიური მწეველია. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ხელი შეუშალოს მსგავს ქმედებებს." -გვანცა ჭიღლაძე

"მე ნინი აბჟანდაძე მესამე ჯგუფის წარმომადგენელი გავაკეთე პრეზენტაცია თამბაქოს მავნე ზეგავლენაზე. ჩემი პრეზენტაცია მოიცავდა იმ ძირითად თემას როგორიცაა პრობლემა, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოში, კონკრეტულად კი საფრთხე რომელიც ემქურება ახალშობილებს. დავადგინეთ, რომ მწეველი დედა შეგნებულად წირავს ნაყოფს. ხშირ შემთხვევაში ბავშვი მკვდარი იბადება ან აქვს თანდაყოლილი დეფექტი. ჩვენ ვალდებულნი ვართ ხელი შევუშალოთ მსგავს ქმედებებს." -ნინი აბჟანდაძე


ავტორი: ანა თუთბერიძე